Thursday, April 19, 2012

ჰაერზე მომუშავე ავტომობილი

ამ მანქანას არც საწვავის ავზი ჭირდება, არც აკუმულატორები და არც მზის ელემენტები. არც წყალბადი ჭირდება და არც დიზელის საწვავი. იგი შეკუმშულ ჰაერზე მუშაობს. პირველი ავსტრალიური ავტომობილი შეკუმშულ ჰაერზე. იგი შექმნილია ავსტრალიური ფირმის Engineair მიერ. ინჟინერმა ანჟელო დი პეტრომ (Angelo Di Pietro) თავის გამოგონებაში შეძლო ძრავის მასის შემცირება და შეკუმშული ჰაერის ძალის სრულად გამოყენება. და შექმნა პნევმატური ძრავი რომელიც საკმაოდ მარტივია და ორჯერ უფრო მძლავრი ვიდრე არსებული ანალოგები.

 ამჟამად ამ ავტომობილს იყენებენ საწყობებში ტვირთამწედ, და მისი მონაცემებია: ტვირთამწეობა 500კგ, ჰაერის ბალონები 105ლიტრი ტევადობის. ერთ ჩატვირთვაზე გადის 16 კილომეტრს და ჩატვირთვას უნდება რამოდენიმე წუთი. აკუმულატერების დატენვასთან შედარებით ბევრათ ნაკლები დროა საჭირო. ამ იდეის კომერციალიზაციისთვის კარგი არჩევანი საწყობში მტვირთავად გამოყენება, თუმცა შესაძლებელია სამოქალაქო ტრანსპორტადაც გამოყენება დამატებითი ბალონების შემთხვევაში. თან ელექტრომობილთან შედარებით არც აკუმულატორის და მოტორის სიმძიმე ითხოვს დამატებით ენერგიას და ეკოლოგიურადაც აფსოლიტურად სუფთა გამოგონებაა. აკუმულატორის დაძველების შემდეგ ხო მისი შემადგენელი ტუტე და სხვა ქიმიკატები იგივე დაბინძურების წყაროა. აღარაფერი ითქმის ტრადიციულ საწვავიან ავტომობილებთან შედარებაზე. ერთი სიტყვით მარტივი და გენიალური გამოგონებაა. იმედია ამ მიმართულებით უფრო განვითარდება ტრანსპორტის წარმოება. 

No comments:

Post a Comment