ტრანსპორტი არის ლათინური სიტყვა (trans - გადაღმა, და portare - ზიდვა), რომლის დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები
და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების
ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება,
პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.
განასხვავებენ მიწისზედა, წყლის და საჰაერო
ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი,
საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში - საზღვაო და
სამდინარო, საჰაეროში - საავიაციო ტრანსპორტი.
დანიშნულების მიხედვით ტრანსპორტი იყოფა საერთო (რომელიც ემსახურება
მოსახლეობას), არასაერთო (შიდასამრეწველო გადაზიდვები) და პირადი
სარგებლობის ტრანსპორტად.
- საჰაერო ტრანსპორტი : ვერტმფრენი, თვითმფრინავი, ხომალდი.
- წყლის ტრანსპორტი : გემი, კატარღა, კატერი, ნავი
- სარკინიგზო ტრანსპორტი : მატარებელი, მეტრო, ტრამვაი
- საგზაო ტრანსპორტი : ავტობუსი, ავტომობილი, ველოსიპედი, მოტოციკლი, სატვირთო ავტომანქანა, ტაქსი, ტროლეიბუსი
- საკაბელო ტრანსპორტი : ესკალატორი, ლიფტი, ფუნიკულორი
No comments:
Post a Comment