Thursday, April 19, 2012

ჰაერზე მომუშავე ავტომობილი

ამ მანქანას არც საწვავის ავზი ჭირდება, არც აკუმულატორები და არც მზის ელემენტები. არც წყალბადი ჭირდება და არც დიზელის საწვავი. იგი შეკუმშულ ჰაერზე მუშაობს. პირველი ავსტრალიური ავტომობილი შეკუმშულ ჰაერზე. იგი შექმნილია ავსტრალიური ფირმის Engineair მიერ. ინჟინერმა ანჟელო დი პეტრომ (Angelo Di Pietro) თავის გამოგონებაში შეძლო ძრავის მასის შემცირება და შეკუმშული ჰაერის ძალის სრულად გამოყენება. და შექმნა პნევმატური ძრავი რომელიც საკმაოდ მარტივია და ორჯერ უფრო მძლავრი ვიდრე არსებული ანალოგები.

 ამჟამად ამ ავტომობილს იყენებენ საწყობებში ტვირთამწედ, და მისი მონაცემებია: ტვირთამწეობა 500კგ, ჰაერის ბალონები 105ლიტრი ტევადობის. ერთ ჩატვირთვაზე გადის 16 კილომეტრს და ჩატვირთვას უნდება რამოდენიმე წუთი. აკუმულატერების დატენვასთან შედარებით ბევრათ ნაკლები დროა საჭირო. ამ იდეის კომერციალიზაციისთვის კარგი არჩევანი საწყობში მტვირთავად გამოყენება, თუმცა შესაძლებელია სამოქალაქო ტრანსპორტადაც გამოყენება დამატებითი ბალონების შემთხვევაში. თან ელექტრომობილთან შედარებით არც აკუმულატორის და მოტორის სიმძიმე ითხოვს დამატებით ენერგიას და ეკოლოგიურადაც აფსოლიტურად სუფთა გამოგონებაა. აკუმულატორის დაძველების შემდეგ ხო მისი შემადგენელი ტუტე და სხვა ქიმიკატები იგივე დაბინძურების წყაროა. აღარაფერი ითქმის ტრადიციულ საწვავიან ავტომობილებთან შედარებაზე. ერთი სიტყვით მარტივი და გენიალური გამოგონებაა. იმედია ამ მიმართულებით უფრო განვითარდება ტრანსპორტის წარმოება. 

მომავალი ტრანსპორტი


ეკოლოგიური ტრანსპორტი

ტრანსპორტის სახეობები

    ტრანსპორტი არის ლათინური სიტყვა (trans - გადაღმა, და portare - ზიდვა), რომლის დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.   
  განასხვავებენ მიწისზედა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში - საზღვაო და სამდინარო, საჰაეროში - საავიაციო ტრანსპორტი. 
     დანიშნულების მიხედვით ტრანსპორტი იყოფა საერთო (რომელიც ემსახურება მოსახლეობას), არასაერთო (შიდასამრეწველო გადაზიდვები) და პირადი სარგებლობის ტრანსპორტად.

     

Wednesday, April 18, 2012

ქართული ღვინო

ღვინო არის საქათველოს მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოს.


ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ნაკლებად ცნობილი ფაქტია რომ სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას. საქართველო რომ ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანაა ამას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და მრავალი ანტიკური ჭურჭელი.


საქართველოში ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.

ღვინის ეტიმოლოგია

ღვინო — ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვლის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.

ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.). სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein,ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwin, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წარმომავლობა და ის იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვა ენაში შესული და დამკვიდრებული, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო - ღვინო.